12 ივნისს დღის ბოლოდან 16 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი

საქართველო, თბილისი - 14:57 | 12.06.2022
ნანახია: 469

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისს დღის ბოლოდან 16 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე