"გისურვებთ დამარცხებას უკრაინასთან ომში" - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს "ულოცავს" რუსეთის დღეს

საქართველო, თბილისი - 12:28 | 12.06.2022
ნანახია: 522

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში "მილოცვის" ტექსტი გამოაქვეყნა და რუსეთს უკრაინასთან ომში დამარცხება უსურვა.

"დღეს რუსეთი აღნიშნავს რუსეთის დღეს, გისურვებთ დამარცხებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, იმპერიული ამბიციების დათმობას და თანამედროვე, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას", - წერს მინისტრი.

12 ივნისს, რუსეთი სახელმწიფო დღესასწაულს - რუსეთის დღეს აღნიშნავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე