თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს შანტაჟსაც აღარ ერიდებიან - მელია ღარიბაშვილზე

საქართველო, თბილისი - 17:42 | 11.06.2022
ნანახია: 448

თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს შანტაჟსაც აღარ ერიდებიან, - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარე, ნიკა მელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეხმიანება, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებაზე საუბრისას თქვა, რომ "თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი".

"ქართული ოცნების ინტერესი და ამბიცია არ არის იყოს ნაწილი ევროპული ოჯახისა. თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს აღარ ერიდებიან შანტაჟსაც კი. რაც უფრო ცოტა დღე რჩება მნიშვნელოვან 24 ივნისამდე, უფრო მკვეთრი და მკვეთრი ანტიდასავლური განცხადებები კეთდება და მეორე მხრივ, ეს განცხადებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის გულზე სალბუნად დადებას", - განაცხადა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე