თუ ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი პასუხს მოსთხოვს - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 13:51 | 11.06.2022
ნანახია: 466

ველით რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე პარლამენტარი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით. შესაბამისად დესტრუქციულ როლს კი არ თამაშობს, თქვენი აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ის ვერ გათავისუფლდება, ყველამ უნდა მოიხადო სასჯელი. ტყუილად გაქვთ პრეზიდენტის იმედი. პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება, შემდეგ კი ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, თითქმის არავითარი ფუნქცია არ აქვს საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება 100%-ით არის მის ხელში. ამიტომ ველით რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს", - თქვა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე