პროცესში, სადაც ვიმყოფებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:26 | 11.06.2022 ნანახია: 627
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს სრული პასუხისმგებლობით ავუხსნა, რომ ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში, არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეურაცხმყოფელია რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით და არაზუსტი ინფორმაციით.
„მათი როლი არის, შეიძლება ითქვას, სიმბოლური და გასაგებია. ასევე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით და ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც, ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალურობა ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო. საერთოდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გვესმის, ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებული არიან ქვეყნის მტრები, შიდა მტრებიც და გარე მტრებიც, რომ თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა. მეგობრებო, ყველას შეგახსენებთ, რომ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება 2012 წელს რომ მოვიდა ქვეყნის სათავეში, მაშინ ჩავიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა. ეს იყო რეალურად დიქტატორული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და საშინელება ხდებოდა. არც თავისუფალი მედია არსებობდა, არც თავისუფალი სასამართლო, არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში 2012 წელს. რაც შეეხება აწმყოს, ჩვენ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა ხელისუფლებამ, მისმა პარტიამ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, ნაბიჯი რამაც რეალურად ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ. და შეგახსენებთ ყველას, მათ შორის ჩვენს კრიტიკოსებს და არაობიექტურ ადამიანებს, ასოცირების შეთანხმება ვინ გააფორმა, ეს გააფორმა „ქართულმა ოცნებამ“, ანუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, მისმა დატოვებულმა გუნდმა, ასევე უვიზო რეჟიმი, რომლითაც თქვენ ყველანი, ჩვენი მოქალაქეები სარგებლობთ, თავისუფალი ვაჭრობა. ახლა უკვე ოფიციალურად ჩვენ წარვადგინეთ წევრობაზე განაცხადი, ანუ ყველა ის ეფექტური ნაბიჯი, რაც მთავრობას უნდა გადაედგა, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















