რას ბედავთ, ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?! - ლომჯარია ხუნდაძეს

საქართველო, თბილისი - 16:52 | 10.06.2022
ნანახია: 635

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას.

"რაო??? რას ბედავთ თქვენ??!! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???", - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ "თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე