კონტექსტი ამ განცხადებების არის ის, რომ მოუხედავად მათი კრიტიკული დამოკიდებულებისა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - მაჭარაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:55 | 09.06.2022 ნანახია: 530
ევროპარლამენტარების განცხადებებში ძირითადი კონტექსტი არის ის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლების, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარტიის თავმჯდომარის განცხადებები, განმარტებები ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში ვიზიტები პროდუქტიული აღმოჩნდა.
"კონტექსტი ამ განცხადებების არის ის, რომ მოუხედავად მათი კრიტიკული დამოკიდებულებისა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს უკვე ნიშნავს იმას, როდესაც საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოღებას, სწორედ ეს ქართველი ხალხია, რომელმაც უკვე ცხრაჯერ აირჩია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას.
შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული კრიტიკა, რეკომენდაციები და შენიშვნები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პრობლემა არც გვქონია და არც გვექნება. თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, თუ საჭირო იქნება, ჩვენ დამატებით დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა ის, რომ ამ განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ქვეყანაში, თუ ისინი რეალურად მართლა ფიქრობენ და მათ რამე მტკიცებულება აქვთ, რომ საქართველოში არის პრორუსული მთავრობა, საქართველოში არის ოლიგარქია, საქართველოში დემოკრატია უკან მიდის, ქვეყანა იქცევა და ამის ფონზე მაინც მიანიჭონ სტატუსი, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. თუმცა ჩვენ ვიტოვებთ იმის უფლებას ყოველთვის, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც პასუხს საჭიროებს, პასუხები გავცეთ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















