ახლა ერთადერთი მისი საფიქრალი და საზრუნავი არის კანდიდატის სტატუსი - ალასანია სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 21:27 | 08.06.2022
ნანახია: 331

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ახლა მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა.

"ახლა ერთადერთი მისი საფიქრალი და საზრუნავი არის ევროკავშირი. ევროკავშირში საქართველოს სტატუსი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქვს ამ ადამიანს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეპოვებინა ადგილი ევროკავშირში. რა თქმა უნდა, მთელი ეს დღეები მისთვის ერთადერთი საფიქრალი ეს არის, ჯანმრთელობამ და ყველაფერმა ამისთვის უკანა პლანზე გადაიწია და ფიქრობს სულ ამაზე.

წერილები აქვს უამრავი გაგზავნილი ყველასთან, ყველა დონეზე, ევროკავშირშია გაგზავნილი, სადაც ასაბუთებს, რატომ ეკუთვნის საქართველოს იქ ადგილი და ნამდვილად ეკუთვნის, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის დღიდან საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეპოვებინა ჩვენი კუთვნილი ადგილი აი იქ, სწორედ დასავლეთში და სამართლიანად გვაქვს პრეტენზია ამ ადგილზე", - თქვა ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე