თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე ზიზღისა და სიძულვილის ენის თვალშეუდგამი ლიდერები არიან - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველო, თბილისი - 20:56 | 07.06.2022
ნანახია: 485

გუშინ სიძულვლის ენით მოხდა პოლიტიკოსებზე თავდასხმა და დღეს, ირაკლი კობახიძის გამოსვლა იყო ზიზღისა და სიძულვილის ენის გაგრძელება. არა, ვთქვათ, გამართლება, არამედ პირდაპირ გაგრძელება, - განაცხადა პოლიტიკოსმა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

"საერთოდ, ის გვევლინება ასეთად. ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი არიან თვალშეუდგამი ლიდერები ამ კუთხითა და ამ მიმართულებით. ესეც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არავითარი სურვილი არ აქვთ იქ ყოფნის, სადაც დასავლეთი და დემოკრატიაა. მათი, კონკრეტულად მათი ადგილი არის რუსულ ჭაობში. რუსულ ჭაობში კარგად ყიყინებენ ასეთი ადამიანები", - თქვა ჩიხრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე