საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას კატეგორიულად ვუჭერთ მხარს - მარიო დრაგი

საქართველო, თბილისი - 19:28 | 07.06.2022
ნანახია: 476

"საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას კატეგორიულად ვუჭერთ მხარს", - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ერთ-ერთი გზავნილი, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისგან მიიღო.

"იტალიის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს – ორ რამეს გეტყვით: ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვერაფერი შეცვლის. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქაც კატეგორიულად გიჭერთ მხარს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკას სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე