პატრიარქი ლოცულობს მესამე პრეზიდენტისთვის, ნამდვილად ვიცი - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 16:40 | 07.06.2022
ნანახია: 293

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და აზიარა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და უჭირს საკვების მიღება.

"როგორც თვითონ მას ვესაუბრე და მის მკურნალ ექიმთანაც მქონდა საუბარი, პრობლემა არის ის, რომ ვერ ღებულობს საკვებს, ძალიან ვთხოვე, რომ მოინდომოს, მოინდომოს კიდევ უფრო მეტად და რასაც თვითონ ვერ შეძლებს, მე ღრმად მწამს, რომ ღმერთი დაეხმარება ამ ზიარების მადლით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება.

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვერ ხერხდება ყველა დაავადების განკურნება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვითარდა მედიცინა. პატრიარქი რომ ლოცულობს მესამე პრეზიდენტისთვის, ნამდვილად ვიცი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე