თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ, ან მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან იომებდით. ვერც ერთი ქენით - ვერც მეორე - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას
საქართველო, თბილისი - 14:02 | 07.06.2022 ნანახია: 528
"ევროკავშირი, ევროცივილიზაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია. ამ არჩევანისკენ მიდიოდა ყველა ქართველი მეფე და რელიგიური თუ საერო მოღვაწე მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონდათ იმ გეოპოლიტიკურ სივრცესთან, სადაც ევროპული ცივილიზაცია ყალიბდებოდა. ეს იყო იმ მეფის არჩევანიც, რომელიც ყველაზე დიდი და ღვაწლმოსილი მეფე იყო ომში და ბრძოლაში",- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას. მისი თქმით, სწორედ ერეკლე მეფის არჩევანი იყო ის, რაც დღეს საქართველოში რეალიზების გზაზეა.
„ როგორც დღეს გვეუბნებიან, თურმე ის მეფე მოღალატეა; თურმე ის ეკლესია ხელის შემშლელია, თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების ტაძრის აშენებაში, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში ვინც იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები; თურმე ის ადამიანები, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა საქართველოში და ვინც რუსულ აგრესიას პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება გამოატარა ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველის ინჟინერია მოეხდინათ და ახალი ქართველი „გამოეყვანათ", თურმე ესენი არიან ევროპელები. ყველაფერი შედარებითი და გაზომვადია და შეადარეთ თქვენი კონსტიტუცია და დღევანდელი კონსტიტუცია, შეადარეთ თქვენი სასამართლო სისტემის ინსტიტუციური მოწყობა და დღევანდელი სასამართლოს ინსტიტუციური მოწყობა, შეადარეთ მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორი იყო და დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორია, შეადარეთ მაშინდელი საარჩევნო კოდექსი როგორი იყო და დღევანდელი საარჩევნო კოდექსი როგორია, შეადარეთ მაშინდელი მედია - ჭურში ჩაშვებული და დღევანდელი", - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისი თქმით, 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ ვერც მშვიდობას შენარჩუნება შეძლო და ვერც იომა.
„თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან თუ ომი დაიწყო, იომებდით, ვერც ერთი ქენით - ვერც მეორე. ერეკლე მეორემ მეთვრამეტე საუკუნეში, სწორედ გეოპოლიტიკურ დახურულ სივრცეში დღევანდელი ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა", -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















