გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს "ვოლვო ქარ საქართველომ" მინი შოურუმი წარადგინა
საქართველო, თბილისი - 18:37 | 06.06.2022 ნანახია: 765
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნად "ვოლვო ქარ საქართველომ" ღონისძიება გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი გარემოს დაცვასა და პლანეტაზე ზრუნვის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. შვედური ბრენდისთვის მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე "ვოლვოს" ახალი მინი შოურუმის პრეზენტაცია გაიმართა. "ღვინის ქარხანაში" "ვოლვოს" მინის კუბში სტუმრებმა ქროსოვერი XC90 Plug-in ჰიბრიდი იხილეს.

გაგა კოხრეიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის" დირექტორი: "ვოლვოს, როგორც ლიდერს უსაფრთხოების საკითხებში, მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენს პლანეტასა და გარემოზე ზრუნვაა. გვაქვს ამბიცია, ვიყოთ მდგრადი საავტომობილო ბრენდი და მინიმალური ზიანი მივაყენოთ გარემოს. ვოლვოს გლობალური გეგმაა, 2040 წლისთვის სრულად კლიმატნეიტრალურები გავხდეთ. ამისთვის ძალიან დიდი გზაა გასავლელი და გვესმის, რომ საჭიროა, ცვლილებები მოხდეს მთელ მიწოდების ჯაჭვში. ჩვენ, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, მაქსიმალურად ვცდილობთ ფლაგინ ჰიბრიდების პოპულარიზაციას და მიხარია, რომ გაყიდვების დიდი წილი სწორედ ამ ეკომეგობრულ ავტომობილებზე მოდის".
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მედიამხარდამჭერი National Geographic Magazine - საქართველო იყო. შეხვედრაზე ჟურნალის ივნისის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხება.
ნათია ხულუზაური, National Geographic Magazine - საქართველოს მთავარი რედაქტორი: "National Geographic-ი ხშირად წერს გარემოსდაცვით საკითხებზე და მკითხველს პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კარგად ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას და გავიაზროთ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სასიკეთო ცვლილებების მოხდენა".
ღონისძიების დასასრულ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ გარემოს გლობალურ საფრთხეებსა და ლოკალურ გამოწვევებზე მოკლე მოხსენება წაიკითხა და ყურადღება გარემოსდაცვით აქტივობებზე გაამახვილა.
ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე: "გარემოს დაცვის მსოფლიო დღის 2022 წლის სლოგანია "მხოლოდ ერთი დედამიწა". მთავარი მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება და ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთ ცხოვრების წესზე გადასვლის შესაძლებლობა. მთავარია გვახსოვდეს, რომ ხშირ შემთხვევაში გარემოს აღდგენაზე გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია იმ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, რომლის შედეგადაც მოხდა გარემოს დეგრადაცია. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება".

ღონისძიებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, ღია სივრცეში გამოფენილი იყო შვედური ბრენდის საიმიჯო ფოტოები და ფრაზები ვოლვოს სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვოლვოს ახალი, SUV XC60 Plug-in ჰიბრიდი და სრულად ელექტრიფიცირებული XC40 ტესტდრაივზე გამოეცადათ.
"თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ საქართველო" 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. "ვოლვო ქარ საქართველო" მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "ვოლვო ქარ საქართველო" უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















