ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 13:00 | 06.06.2022
ნანახია: 503

პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე 2 კაცი თავს დაესხა. ამის შესახებ სამნიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ესეც მოხდა. თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და გინება, ხელით შეხება მეტს ვერც ვწერ ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს", - წერს სამნიძე.

გავრცელებული ცნობით, ხათუნა სამნიძესთან ერთად იმყოფებოდა დავით ბერძენიშვილი, რომელსაც ასევე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

პოლიციამ თავდამსხმელები საპატრულო პოლიციის მანქანით გაიყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე