უკრაინის ძალებმა სევეროდონეცკში კონტრშეტევები განახორციელეს, რუსეთის არმიამ ოპერატიული იმპულსი დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 05.06.2022
ნანახია: 611

სევეროდონეცკში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევების განახორციელეს და რუსული არმიის წინსვლა გააჩერეს. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ბოლო 24 საათში უკრაინის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთით, სევეროდონეცკში  განახორციელეს კონტრშეტევები, რის შედეგადაც სავარაუდოდ, რუსეთის არმიამ ოპერატიული იმპულსი დაკარგა, რომელიც მანამდე ქვედანაყოფებისა და მძლავრი ცეცხლი კონცენტრაციის ხარჯზე ჰქონდა მომატებული“, - ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.

დაზვერვის მონაცემებით, რეგიონში რუსეთის ძალები მოიცავს პირად შემადგენლობას, რომელიც მობილიზებულია თვითგამოცხადებული ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტული ძალების რეზერვიდან. ეს ძალები ცუდად აღჭურვილი და მოუმზადებელია და არ ჰყოფნის მძიმე ტექნიკა რუსეთის რეგულარულ ნაწილებთან შედარებით.

„მარიონეტი-ქვეითების გამოყენება ქალაქის გაწმენდის ოპერაციებში - ეს რუსეთის ტაქტიკაა, რომელსაც მანამდე სირიაში იყენებდა, სადაც მან სირიის არმიის მე-5 კორპუსი აამოქმედა ქალაქის რაიონებზე თავდასასხმელად. ასეთი მიდგომა, სავარაუდოდ, მიუთითებს სურვილზე, შემცირდეს დანაკარგები, რომელიც რუსულ რეგულარულ არმიას მიადგა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის დაზვერვა ფიქრობს, რომ რუსეთის პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს დონეცკისა და ლუჰანსკის სრული ოკუპაცია, თუმცა ამის მისაღწევად მას სევეროდონეცკის გარდა, კრამატორსკისა და დნიპრო-დონეცკის მაგისტრალის აღება სჭირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე