საქართველოს ევროპაში კარს გაუღებენ, თუ დათანხდება გეი პარადების ჩატარებას და თუ არა - კარს დაგვიკეტავენ - მეუფე იოანე
საქართველო, თბილისი - 16:01 | 03.06.2022 ნანახია: 872
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით "ევროპული ღირებულებები და რუსოფობია", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"აგორდა ახალი ტალღა ორკესტრირებული სიძულვილისა. გამახსენდა ბოლშევიკური რეჟიმის დროს სხვადასხვა რაიონის პარტიულად სანდო მუშას, თუ გლეხს აფრთხილებდნენ, რომ მისი სახელით ცენტრალურ ან რაიონულ გაზეთში თუ მთავრობის მხარდამჭერი ან მადლიერებით სავსე პროფესიონალი ჟურნალისტის მიერ შესრულებული წერილი დაიბეჭდებოდა, არ გამოეხატა გაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში დაედასტურებინა, რომ თავისი დაწერილია. ნეობოლშევიზმი დღევანდელ საქართველოში თავის თავს ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების დამცველს უწოდებს. ღირებულებათა სისტემები მრავალნაირი არსებობს: ექიმების (ჰიპოკრატეს ფიცი), ამქრების, რელიგიური თემების, პარტიული ჯგუფებისა და ა. შ. ისტორიულად ერთსა და იმავე ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში ვრცელდებოდა განსხვავებულ ღირებულებათა სისტემები. დასავლეთი ევროპა ამის ნათელი მაგალითია. სოკრატეს, პლატონ-არისტოტელესეული და ელინისტურ-რომაული, ქრისტიანული ინკვიზიციამდე და ინკვიზიციის დროინდელი, მატერიალისტურ-ათეისტური. არცერთ მათგანს აზრად არ მოსვლია თავისთვის კონტინენტალური ნიშნით ეწოდებინა სახელი - ევროპული. სკოლის გეოგრაფიიდან ყველას ახსოვს, რომ ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთი საზღვარი ურალის მთებზე გადის, დასავლეთი კი - ატლანტის ოკეანეზე.
ევროპული ღირებულებების მქადაგებლები თავისი სისტემიდან გამორიცხავენ რუსეთს, რომელსაც ევროპის კონტინენტის ნახევარი უკავია და თავის საზღვრებში აქცევენ ატლანტის გაღმა არსებულ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს. ევროპული ღირებულებების მიმდევრებს სხვა სახელის შერჩევა მართებთ. მითოსის თანახმად ნაზი ქალი ევროპა გავეშებულმა ბუღამ გაიტაცა. რუსეთი რომ გამორიცხონ, თავის ლიბერასტული ღირებულებების სისტემას დასავლეთ-ევროპული უნდა უწოდონ; თან რაღაცნაირად ჩრდილოეთ ამერიკაც უნდა შემოიერთონ, თუმცა დასავლეთ-ევროპაშიც პრობლემები აქვთ: თურქულ თემს გერმანიაში თავისი ღირებულებათა სისტემა გააჩნია, საფრანგეთში - ალჟირიდან გადმოსულ არაბთა თემს - თავისი სისტემა. პოლონეთში, მიუხედავად ევროპული ადმინისტრაციული ცენტრების მუქარისა, არ უნდათ ერთნაირ სქესიანთა პირადი ურთიერობის ქორწინებად დაკანონება. ბიბლია ამგვარ ურთიერთობებს „სისაძაგლეს“ უწოდებს (ლევ. 18,22;29. ლევ. 20,13). ქრისტიანებს წმინდა პავლე მოციქულთან ერთად სწამთ, რომ „მამათმავლები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ“. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში იგივე მოციქული დიაგნოზს უსვამს მამათმავლობისა და ლესბოსელობის, ამ საკუთარი თავის მიმართ სამარცხვინო ქმედების მიზეზს. უნგრეთი ჯიუტად ამბობს უარს გეი პარადების გამართვაზე, კათოლიკეები ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში აპროტესტებენ აბორტის დაკანონებას. საქართველოს ევროპაში კარს გაუღებენ, თუ დათანხდება გეი პარადების ჩატარებაზე და თუ არა - კარს დაგვიკეტავენ. ულტიმატური ენით რატომ გველაპარაკებიან ზოგიერთი ქვეყნის ელჩები? დიპლომატიური კორპუსის ეთიკურ ნორმებს არ არღვევენ როცა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან?
წმ. მირიან მეფის დროიდან ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი და ქრისტიანული მართლმადიდებელი სარწმუნოების ღირებულებათა სისტემის საფუძველზე შექმნა თავისი კულტურა. რამდენი მომხდური გვებრძოდა, რომ უარი გვეთქვა ჩვენს არჩევანზე, მაგრამ ვერ შეგვაცვლევინეს. დღეს ისევ ბრძოლა გვაქვს. ჯერ იყო აგრესიული ათეიზმი, რომელიც გაბოლშევიკებული რუსეთიდან შემოვიდა. საიდან გაჩნდა რუსეთში ბოლშევიზმი? მისი ბელადები ხომ ემიგრაციაში ევროპასა და ამერიკაში იყვნენ და იქიდან დაფინანსდნენ. საქართველოს დასახმარებლად ამერიკიდან გამოყოფილი დიდი თანხის 2/3 არასამთავრობო დესტრუქციულ ორგანიზაციებს გადაეცა. რისთვის? რომ ნეგატიურად შეაფასონ ჩვენი ისტორიული არჩევანი და გვილანძღონ მეფეები, რომლებიც ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში იდგნენ? ამისთვის დღეს მეც ორკესტრირებულად მლანძღავენ უცნობი გვარ-სახელების უკან მდგომი მანიპულატორები. რა კავშირშია მათი რიტორიკა ევროპულ ღირებულებებთან? აზრის გამოთქმის უფლება ადამიანს აქვს, მაგრამ უსაფუძვლო ცილისმწამებლური, აზრს მოკლებული ლანძღვის უფლება აქვთ? ჩაიხედონ ადამიანის უფლებათა დამცველ ეროვნულ კანონმდებლობაში და თავი დაანებონ მევახშე მიკირტუმა გასპარიჩის ლექსიკით აზროვნებას, საკუთარი თავის ღირსება რამედ თუ მიაჩნიათ. სამართლიანობის დამცველი თვითონ უნდა იყოს სამართლიანი", - ნათქვამია წერილში.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















