საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველო, თბილისი - 14:33 | 03.06.2022
ნანახია: 509

საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე Twitter-ზე წერს.

„მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლორენჩკისა და თავდაცვის/უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე კრუპისგან საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ. ჩემს კოლეგებს ინფორმაცია მივაწოდე ოკუპირებული რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, შევთანხმდით, გავააქტიუროთ საპარლამენტო ურთიერთობები“, - წერს სამხარაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე