პოლიტიკურად ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, მიმაჩნია, რომ არ იყო დროული - პრეზიდენტი ნიკა გვარამიაზე

საქართველო, თბილისი - 22:57 | 02.06.2022
ნანახია: 405

პოლიტიკურად ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო დროული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ განაცხადა.

"ჯერ ერთი ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და მე არ მაქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მქონდეს შეფასება. როგორც პრეზიდენტს არ შემიძლია, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, რომ პოლიტიკურად ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება გადავადებულიყო სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ არ იყო დროული. შინაარსზე არაფერს ვიტყვი", - თქვა ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე