რუსეთმა სევეროდონეცკის დიდი ნაწილი დაიკავა, თუმცა მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვისთვის ტაქტიკური პაუზა დასჭირდება - ბრიტანეთის დაზვრევა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 02.06.2022
ნანახია: 482

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სევეროდონეცკის დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარა. ამასთან,  მეზობლად მდებარე ქალაქ ლისიჩანკის მაგისტრალი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება, მაგრამ რუსეთის არმია არტილერიის ძლიერი კონცენტრაციის მეშვეობით წინსვლას აგრძელებს, თუმცა დიდი დანაკარგის ფასად.

ლუჰანსკის ოლქზე კონტროლის გამყარებისა და დონეცკის ოლქზე ძალისხმევის გადართვისთვის, რუსეთის არმიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთა, რომელიც მისი წინსვლისთვის ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს. მაგრამ უკრაინის ძალები მდინარის ნაპირებს კვლავ აკონტროლებენ და ხიდებს აფეთქებენ.

სავარაუდოდ, რუსეთს დასჭირდება სულ მცირე ტაქტიკური პაუზა მდინარის გადალახვის მოსამზადებლად. ეს კი, როგორც ბრიტანეთის დაზვერვის მიმოხილვაშია  აღნიშნული, ტეპმის შემცირებას გამოიწვევს, რომელიც რუსეთის ჯარმა ბოლო კვირებში მოიპოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე