რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 30 700-მდე სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 17:00 | 01.06.2022
ნანახია: 709

რუსეთმა უკრაინაში წარმოებულ დამპყრობლურ ომში  უკვე 30 700  სამხედრო დაკარგა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. 24 თებერვლის შემდეგ  რუსეთმა დაკარგა:

პირადი შემადგენლობა: დაახლოებით 30 700 ;

ტანკი - 1 361 ;

საბრძოლო ჯავშანმანქანა -  3 343;

საარტილერიო სისტემა -  659 ;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 207;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 94;

თვითმფრინავი - 208;

ვერტმფრენი - 175;

საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი -   2290 ; 

გემი/კატერი - 13;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 519;

სპეციალური ტექნიკა - 49;

ფრთოსანი რაკეტა - 120;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე