ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არა. ხალხი ფიქრობს, რომ არის იქ, სადაც უნდა იყოს - მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 15:05 | 01.06.2022
ნანახია: 446

ეკლესია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანის და შეწყალების საკითხზე მსჯელობდა, თუმცა მთავარი ხალხის განწყობაა - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

მისი თქმით, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტი იქაა, სადაც უნდა იყოს. 

"შევხედოთ ხალხის მდგომარეობას. ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არ გასამართლდა. ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეგ ადამიანი არის იქ, სადაც უნდა იყოს. გულსატკენი ის არის, რომ ჩვენ კანონი და ის კი არ გვაინტერესებს, რაღაც განწყობებია ადამიანებში და ფიქრობენ, რომ სამართლიანია", - ამბობს იაკობი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე