"ევროპის სახალხო პარტიის" მაღალი ტრიბუნიდან დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, კანონის უზენაესობას - პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:30 | 01.06.2022
ნანახია: 351

გუშინ "ევროპის სახალხო პარტიის" მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონის უზენაესობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პატრონაჟი და პროტექცია, რომელსაც ვხედავთ "ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან სააკაშვილის მიმართ, არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა.

"ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე ცარიელ სკამს და სახელსა და გვარს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, მის ოჯახს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას - კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროექცია, რასაც ჩვენ ვხედავთ „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ კუთხით მძიმე სურათია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე