თურქეთმა, გაეროს, უცხოურ ენებზე ქვეყნის დასახელების შეცვლის თხოვნით მიმართა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 01.06.2022
ნანახია: 525

თურქეთმა გაეროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვს ქვეყნის საერთაშორისო დასახელება Türkiye-თი შეიცვალოს.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერში“ წერს.

„ჩვენი ქვეყნის ბრენდის ღირებულების გაზრდის მიზნით პროცესი, რომელიც პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით დავიწყეთ, დასასრულს უახლოვდება.

წერილში, რომელიც დღეს გაეროს გენერალურ მდივანს გავუგზავნეთ, ვარეგისტრირებთ გაეროში ჩვენი ქვეყნის სახელწოდებას უცხოურ ენებზე, როგორც Türkiye-ს“, - წერს ჩავუშოღლუ.

ქვეყნის რებრენდინგთან დაკავშირებული ინიციატივა გასულ წელს წამოიჭრა. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „საუკეთესოდ წარმოაჩენს  და გამოხატავს თურქი ერის კულტურას, ცივილზაციასა და ღირებულებას“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე