სერჰი ვოლინა „აზოვსტალში“ გატარებულ ბოლო დღეებს იხსენებს | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 21:29 | 31.05.2022
ნანახია: 551

რუსეთის ტყვეობაში მყოფი  უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი სერჰი ვოლინსკი (ვოლინა) რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნაში გატარებულ ბოლო დღეებს იხსენებს. ვოლინასთან ინტერვიუს რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინელ მებრძოლებს დიდი პრობლემები ჰქონდათ საბრძოლო მასალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და ტექნიკის მხრივ, ასევე სირთულეები იყო, წყალთან, საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. მძიმე იყო უკრაინელი დამცველების მორალური მდგომარეობა.

ვოლინას თქმით, უამრავი დაჭრლი და დაღუპული უკრაინელი სამხედრო იყო, რუსეთის არმიას კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დიდი უპირატესობა ჰქონდათ.

„რუსეთის ფედერაციას უპირატესობა ჰქონდა ავიაციის, არტილერიის, ჯავშანტექნიკის, ტანკებისა და ცოცხალი ძალის თვალსაზრისით, ჩვენ მთლინად ალყაში ვიყავით“, - თქვა ვოლინამ.

მან ასევე გაიხსენა, როგორ შეძლეს მარიუპოლიდან „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეღწევა.„ჩემთან ერთად იყო 200-მდე ბიჭი, ძირითადად საზღვაო ქვეითები, რომლებთანაც მე ვმსახურობდი. მოვემზადეთ, ტექნიკას დავაწერეთ ამომცნობი ნიშანი Z და „აზოვსტალისკენ“ გავემართეთ“, - თქვა ვოლინამ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე