ახმეტაში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს

საქართველო, თბილისი - 20:04 | 28.05.2022
ნანახია: 373

ახმეტაში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს.

მოქალაქეები ალტ-ინფოსთან დაკავშირებული პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ ტრანსფარანტებით - "არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს".

პარტიის ოფისთან მოქალაქეების გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ხმაურის დროს პოლიციამ ტერიტორიიდან ორი პირი განარიდა.

საპროტესტო აქცია დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქტივისტები აცხადებენ რომ კონსერვატიული მოძრაობის საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით კვლავ გამართავენ აქციებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე