სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება

საქართველო, თბილისი - 15:07 | 25.05.2022
ნანახია: 600

მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუატარებენ. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტების შეშვებასთან დაკავშირებით.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ ემპათიას ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

შუამდგომლობას დაეთანხმა პროკურატურაც . როდის შევლენ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან , ჯერჯერობით უცნობია.

დღევანდელი პროცესი საზღვრის კვეთის საქმეზე რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ნინო ჩახნაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12 საათზე ჩანიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე