უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

საქართველო, თბილისი - 09:26 | 20.05.2022
ნანახია: 477

დღეს, გამთენიისას, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, ხვალ კი სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს დაკრძალავენ.

38 წლის მებრძოლმა ქალაქ იზიუმთან, კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო. იგი მკურნალობის კურსის დასრულებამდე ისევ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, რის გამოც მდგომარეობა გაურთულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამ დროისთვის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას 10-ზე მეტი ქართველი მებრძოლი შეეწირა: რატი შურღაია, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა.

ფოტო: მთავარი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე