ტრაპიზონთან ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქე თურქულ კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას

საქართველო, თბილისი - 12:57 | 19.05.2022
ნანახია: 451

ტრაპიზონთან ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქე თურქულ კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს მთლიანად თურქული მხარე დაფარავს. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთის მსუბუქი და იგი დღეს დატოვებს კლინიკას, სამი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი ხანგრძლივ მკურნალობის კურსს საჭიროებენ“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაპიზონთან გუშინ მოხდა. 6 მგზავრიდან ერთ-ერთი, შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე