საქართველოში მეღორეობისა და ლორის წარმოების ახალი პროექტი იწყება
საქართველო, თბილისი - 17:07 | 23.02.2016 ნანახია: 3551
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO) საქართველოში მეღორეობისა და ტრადიციული შებოლილი ლორის წარმოების მხარდასაჭერად, რაჭა–ლეჩხუმში საპილოტე პროექტს იწყებს.
პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის(ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) მეშვეობით.
FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში რაჭა-ლეჩხუმში საღორე მეურნეობების მოდერნიზაციისა და შებოლილი ლორის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საგრანტო პროგრამას აცხადებს. ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომია ადგილობრივი ფერმერებისთვის და მოიცავს აღნიშნულ სფეროში ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ გადამზადებას. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, რომელშიც ჩართულნი არიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ფერმერები.
ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა FAO-ს ანგარიშის საფუძველზე, რეგიონში სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების შეფასების შემდგომ, მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას სოფლის განვითარების პროცესში, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რესურსების შეთავაზებისა და წახალისების სქემას, სოფლის მეურნეობის, ეკოტურიზმისა და სხვა ტიპის ადგილობრივი ბიზნესის გასაძლიერებლად.
FAO-ს პროექტების მენეჯერის, ბექა ძაძამიას თქმით, რაჭა-ლეჩხუმში დარეგისტრირებული ყველა ფერმერს და კოოპერატივს შეუძლია განაცხადის შეტანა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. „ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ყველა განაცხადს; მეღორეობისა და ხორცის წარმოებაში გამოცდილების ქონა და მინიმუმ ორი ღორის ყოლა საკმარისი კრიტერიუმია მონაწილეობისთვის“.
მესაქონლეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი დარგია, განსაკუთრებით მაღალმთიან რაჭა-ლეჩხუმში. ადგილობრივ ფერმერებს საღორე მეურნეობების კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ და მათ მიერ წარმოებული შებოლილი ლორი კარგადაა ცნობილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, საქონლის დაავადებების ამოხეთქვის მრავალჯერადი შემთხვევების (მაგ. აფრიკული ღორის გრიპი), მოძველებული ტექნიკისა და დრომოჭმული მიდგომების გამოყენების გამო, საქართველოში მეღორეობა დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რაჭა-ლეჩხუმში ლორის წარმოებაზე.
ჯამბულ ჯუბაშვილი, ფერმერი რაჭიდან, უკვე გეგმავს საღორე მეურნეობის განახლების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღებას. მან შეიძინა მიწა თავის სოფელში და ფინანსების მოძიების შემთხვევაში თანამედროვე მეღორეობის ფერმის აშენებას გეგმავს. „ეს მთელს სოფელში საუკეთესო ადგილია მეღორეობის ფერმისთვის; ირგვლივ უამრავი მუხის ხეა. აქ რკო, წაბლი და გარეული ვაშლი ბლომადაა, შესაბამისად ღორის ხორცს ეს ყოველივე უნიკალურ გემოს მატებს. ჩვენ ფინანსური და ტექნიკური რესურსების მოძიების პროცესში ვართ.“- ამბობს ბატონი ჯამბული.
კიდევ ერთი ფერმერი იმავე რეგიონიდან, თამაზ ნათემაძე, ეცდება FAO-ს გრანტის მოპოვებას, ლორის შებოლვისთვის აუცილებელი მოძველებული მოწყობილობების გასაახლებლად. ბატონი თამაზი ლორს საკუთარ ეზოში არსებულ ხის შენობაში 1998 წლიდან აწარმოებს. ის რესტორნებს ამარაგებს მიღებული ნაწარმით, როგორც რეგიონში, ასევე თბილისში. ნათემაძე შებოლილი ლორის წარმოების გაზრდას აპირებს და ეს შესაძლებელი გახდება თუ ის მოახერხებს ლორის შებოლვისთვის არსებული შენობისა და დანადგარების განახლებას და საკუთარი საწარმოს შესაბამისი დანადგარებით აღჭურვას.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















