ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 16.05.2022
ნანახია: 617

სასამართლომ ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელს დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად, საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი კიდევ ორ პირს - რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას  და დაკავშირებული კომპანიის ინტერ მედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

ამასთან, ნიკა გვარამიას მანამდე "საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ", მას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 გირაო აქვს შეფარდებული და შეზღუდული აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე