უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 15.05.2022
ნანახია: 389

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მან ქალაქ იზიუმთან, კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.

დღეს, უკრაინაში, ასობით ქართველი იბრძვის.

რუსეთთან ომს შეეწირნენ: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე