ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა

საქართველო, თბილისი - 03:12 | 15.05.2022
ნანახია: 460

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ის იქნება.

უკრაინის სახელით ევროვიზიის კონკურსზე ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას მხოლოდ 6 ქულა მიანიჭა. თუმცა ქართველი მაყურებლისგან უკრაინამ უმაღლესი, 12 ქულა დაიმსახურა.

ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს მიაკუთვნა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე