უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს

საქართველო, თბილისი - 16:30 | 11.05.2022
ნანახია: 360

ჯო ენის საუნივერსიტეტო  ჰოსპიტალის მედპერსონალმა, უკარაინასთან სოლიდარობის ნიშნად, პაციენტი ქართული და უკრაინული დროშებით გააცილა.

ოჯახი საქართველოში, ბათუმში ომამდე ჩამოვიდა და საბრძოლო მოქმედებების გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლო. ოპერაცია, რომელიც მარტის თვეში კიევში ჰქონდათ დაგეგმილი, ომის გამო ვერ გაკეთდა და სამედიცინო მომსახურება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაეწიათ.

პაციენტი ჰოსპიტალში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პოსტოპერაციულად.

ხარჯები მთლიანად ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა გაიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე