ლიეტუვის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 10.05.2022
ნანახია: 468

ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) ერთხმად მიიღო რეზოლუციამ რომლის თანახმად, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. იუწყება Delfi.

 „რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალებიც შეგნებულად და სისტემატურად ბომბავენ სამოქალაქო ობიეტქებს, წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სეიმმა გენოციდად აღიარა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი.

ლიეტუველი პარლამენტარების განცხადებით, ასეთი ტრიბუნალი უნდა ფლობდეს  სახელმწიფოს ლიდერის, მთავრობისა და სხვა თანამდებოების პირების დაპატიმრების უფლებამოსილებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე