კიევის ოლქში კიდევ სამი მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:39 | 09.05.2022
ნანახია: 439

კიევის ოლქში კიდევ ერთი სამარხი იპოვეს, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული სამი  მშვიდობიანი უკრაინელის ცხედარი აღმოჩნდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სამი მამაკაცი დახვრიტეს. მათ ტყვია თავში აქვთ ნასროლი.

რუსეთის ძალებისგან კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ რეგიონში 1 202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი. 300 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე