შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 09.05.2022
ნანახია: 374

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ევროპის დღის აღსანიშნავად ჩამოვედი ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა: „შენ შეგიძლია, ევროპა შეიგრძნო“ და ქალაქში, სადაც დღეს უკრაინელი ხალხი ცდილობს, მონუმენტები დაიცვას სარაკეტო თავდასხმებისგან და თავისუფლება რუსეთის აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას“, – წერს შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

შარლ მიშელი უკრაინაში აპრილშიც იმყოფებოდა, მაშინ ის რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე