აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 18:27 | 08.05.2022
ნანახია: 459

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ჯილ ბაიდენი უჟჰოროდში ჩავიდა, სადაც უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა.

„ჯილ ბაიდენი და ოლენა ზელენსკა ერთმანეთს შეხვდნენ უჟჰოროდის სკოლაში, რომელიც თავშესაფრად გადაკეთებულ არის გადაკეთებული უკრაინის ოლქებიდან გადაადგილებული პირებისთვის. პირველი ლედის ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრაციაა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ამერიკის პირველი ლედის უკრაინაში ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო, ამიტომ შეხვედრაზე ჟურნალისტები არ იმყოფებოდნენ. შეხვედრას მხოლოდ თეთრი სახლის პრეს-სამსახური ესწრებოდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჯილ ბაიდენმა უკრაინა უკვე დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე