რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 25 500 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 16:42 | 08.05.2022
ნანახია: 460

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 25 500 -ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი -   1 130 ;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 741;

საარტილერიო სისტემა - 509;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 179;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 86;

თვითმფრინავი - 199;

ვერტმფრენი - 155;

საავტომობილო ტექნიკა  და ტანკერი - 1 961 ; 

გემი/კატერი - 12;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 360 ;

სპეციალური ტექნიკა - 39;

ფრთოსანი რაკეტა - 92;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე