გორის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

საქართველო, თბილისი - 15:20 | 08.05.2022
ნანახია: 362

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად, წყალი დასახლებულ უბნებში შევიდა. დატბორილია 40-მდე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები.

დასახლება მდინარე მტკვრის ახლოს მდებარეობს და აღნიშნული პრობლემა მოსახლეობას წლებია, ყოველ გაზაფხულზე ექმნება.

ადგილობრივები სანიაღვრე არხების გაწმენდას და ახალი არხების გაკეთებას ითხოვენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე