კუნძულ ზმეინთან უკრაინის ძალებმა „ბაირაქტარებით“ სამი რუსული კატერი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 08.05.2022
ნანახია: 534

კუნძულ ზმეინთან უკრაინის ძალებმა უპილოტო საბრძოლო აპარატის „ბაირაქტარების“ გამოყენებით რუსული „სერნას“ ტიპის სადესანტო კატერი და ორი „რაპტორის“ ტიპის სადესანტო-მოიერიშე კატერი გაანადგურეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 46 რუსი სამხედრო ეკიპაჟისა და დესანტის შემადგენლობიდან.

7 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია კუნძულ ზმეინთან რუსეთის სადესანტო კატერისა და ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განადგურების შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე