WikiLeaks-ი: აშშ პან გი მუნს, მერკელს, ნეთანიაჰუსა და სარკოზის უსმენდა

საქართველო, თბილისი - 12:37 | 23.02.2016
ნანახია: 1763

WikiLeaks-მა ახალი სკანდალური საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა.

მასალების თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იტალიის იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის შეხვედრებს უსმენდა.

ამის გარდა მოსმენა ხორციელდებოდა ნიკოლა სარკოზის, როდესაც ის საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და ანგელა მერკელის შეხვედრის დროს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის მსვლელობისას გაეროს მდივანი და მერკელი კლიმატის ცვლილებების შესახებ საუბრობდნენ. ნეთანიაჰუ კი ბერლუსკონის აშშ-ის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან ურთიერთობის დალაგებაში დახმარებას სთხოვდა.

2015 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები რამდენიმე წლის განმავლობაში უსმენდნენ საფრანეგთის პრეზიდენტების ჟაკ შირაკის, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრებს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე