რუსეთის საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 25 ათასს გადააჭარბა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 12:56 | 07.05.2022
ნანახია: 514

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 25 100 -ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი -  1 122;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 713;

საარტილერიო სისტემა - 509;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 172;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 84;

თვითმფრინავი - 199;

ვერტმფრენი - 155;

საავტომობილო ტექნიკა  და საწვავმზიდი - 1 934 ; 

გემი/კატერი - 11;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 341 ;

სპეციალური ტექნიკა - 38;

ფრთოსანი რაკეტა - 90;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე