ჰავანის სასტუმროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:38 | 07.05.2022
ნანახია: 645

კუბის დედაქალაქ ჰავანაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „სარატოგაში“  მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას AFP ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. წინასწარი მონაცემებით აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.

ჰავანის ძველ რაიონში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „სარატოგაში“ 96 ოთახია. არსებული მონაცემებით, აფეთქების დროს სასტუმრო დაკეტილი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე