ოკუპანტებმა აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე საევაკუაციო მანქანას ესროლეს - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 18:08 | 06.05.2022
ნანახია: 615

მარიუპოლში რუსულმა ძალებმა „სიჩუმის“ რეჟიმი დაარღვიეს და საევაკუაციო ავტომობილს ესროლეს, რომელსაც „აზოვსტალიდან’  მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გაეყვანა. ინფორმაციას  Telegram-ზე „აზოვის“ პოლკი ავრცელებს. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 6 სამხედრო.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ავტომობილის წინააღმდეგ გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა. ავტომობილს სამოქალაქო პირები ქარხნის ტერიტორიიდან უნდა გაეყვანა.  

უკრაინელი დამცველები აღნიშნავენ, რომ მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ იცავს უსაფრთხოების გარანტიებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე