უკრაინის პროკურატურამ შოიგუ, მედვედევი და ვოლოდინი დაკითხვაზე დაიბარა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 06.05.2022
ნანახია: 642

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საჭოს წევრები უკრაინის ტერიტორიის ხელყოფის საქმეზე ეჭვმიტანილებად გამოაცხადა, საბჭოს ზოგიერთი წევრი კი დაკითხვაზე დაიბარა.

დაკითხვაზე დაბარებულთა შორის არიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევი, სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უწყება არ გაუგზავნიათ.

მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ პუტინის ეჭვმიტანილად ვერ გამოაცხადებედნენ მისი თანამდებობრივი იმუნიტეტის გამო.

"უკრაინის სასამართლოში ვერაფრის გაკეთებას შევძლებთ, ვიდრე ვლადიმირ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტია. მაგრამ ეს შასაძლებელია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, თუ მისი პროკურორი გადაწყვეტს, რომ ის დამნაშავეა", - განაცხადა ვენედიქტოვამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე