მარიუპოლიდან 500 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 06.05.2022
ნანახია: 639

მარიუპოლიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან კიდევ 500 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიTelegram-ზე ავრცელებს.

„მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“  ჩავატარეთ ევაკუაციის რთული ოპერაციის მორიგი ეტაპი. შემიძლია ვთქვა, რომ შევძელით 500-მდე სამოქალაქო პირის გამოყვანა. უკრაინა გააგრძელებს ძალისხმევას, რათა გადავარჩინოთ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო. დახმარებისთვის მადლობას ვუხდი გაეროს“, -  ამბობს ერმაკი.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში Twitter-ზე წერს, რომ წარმატებით განხორციელდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია და იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვთან და კიევთან შემდგომი კოორდინაციით, მოსახლეობის ევაკუაცია გაგრძელდება.

„წარმატებით მოხდა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე რაიონებიდან. ვიმედოვნებ, რომ მოსკოვთან და კიევთან შემდგომ კოორდინაციას მოყვება ახალი ჰუმანიტარული პაუზა, რათა უზრუნველვყოთ სამოქალაქო პირების უსაფრთხო გამოყვანა“, - წერს გუტერეში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე