თეთრი სახლის პრესმდივანი პირველად შავკანიანი ქალი და ლგბტ თემის წარმომადგენელი გახდება

საქართველო, თბილისი - 11:47 | 06.05.2022
ნანახია: 594

თეთრი სახლის ახალ პრესმდივნად კარინ ჟან-პიერი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ჟან-პიერი პრესმდივან ჯენ ფსაკის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

ჯენ ფსაკი პრესმდივნის თანამდებობას 13 მაისს დატოვებს და გავრცელებული ცნობით, MSNBC-ზე გადაცემას წარუძღვება.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ჯენ ფსაკის ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ხოლო კარინ ჟან-პიერს წარმატებები უსურვა.

კარინ ჟან-პიერი იქნება პირველი შავკანიანი ქალი და ლგბტ თემის პირველი ქალი წარმომადგენელი, რომელიც თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება.

ჟან-პიერი 44 წლისაა. ის კარიბის ზღვის კუნძულ მარტინკაზე დაიბადა და გაიზარდა ნიუ იორშკი, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა. წარსულში ის მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე