ისრაელში ტერაქტს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 23:11 | 05.05.2022
ნანახია: 606

ისრაელის ქალაქ ელადში მომხდარ ტერორისტულ აქტს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 4 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ გამვლელებს ქალაქის პარკში ორი კაცი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით თავს დაესხა.

პოლიცია ამჟამად თავდამსხმელებს ეძებს, ზოგიერთი მონაცემით კი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე