პუტინი კიევისგან მოითხოვს,"აზოვსტალის" დამცველებს იარაღის დაყრა და დანებება უბრძანოს

საქართველო, თბილისი - 21:23 | 05.05.2022
ნანახია: 578

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ისრაელის პრემიერ მინისტრ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "რია ნოვისტი" ავრცელებს.

მისი ცნობით, პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრა და დანებება უნდა უბრძანოს. ამასთან, პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ მზად არის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა უზრუნველყოს.

"რაც შეეხება აზოვსტალში დარჩენილ მებრძოლებს, კიევის ხელისუფლებამ მათ იარაღის დაყრა უნდა უბრძანოს",- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხანაში გუშინ, 4 მაისს შეიჭრნენ. ამ დრომდე ქარხნის ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკარინელი დამცველები მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე