რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 24 700-მდე სამხედრო დაკარგა

საქართველო, თბილისი - 14:45 | 05.05.2022
ნანახია: 550

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ვრცელებს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 24 700 -ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი - 1 092;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 651 ;

საარტილერიო სისტემა - 499;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 169;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 83;

თვითმფრინავი - 196;

ვერტმფრენი - 155;

საავტომობილო ტექნიკა  და საწვავმზიდი - 1 907; 

გემი/კატერი - 10;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 312 ;

სპეციალური ტექნიკა - 38;

ფრთოსანი რაკეტა - 89;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე